“ლივერპულის” ხორვატმა მცველმა, დეიან ლოვრენმა კარიერა შესაძლოა იტალიის სერია ა-ში განაგრძოს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mirror ავრცელებს.

როგორც იცით, ლოვრენმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი გომესსა და ვან დეიკს დაუთმო. მეტიც, იყო შემთხვევები, როცა იურგენ კლოპმა არჩევანი ჟოელ მატიპზე გააკეთა, დეიანი კი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

წყაროს მტკიცებით, “ნაპოლი” კალიდუ კულიბალის შემცვლელს ეძებს, “რომაში” კი ლოვრენს კოსტას მანოლასით შემცვლელად მოიაზრებენ. ცნობილია ისიც, რომ მის მიმართ ინტერესს “მილანიც” იჩენს. აქვე გეტყვით, რომ 30 წლის მცველს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

აქვე გეტყვით, რომ ლოვრენი მერსისაიდულ გრანდს 2014 წელს, “საუთჰემპტონიდან” შეუერთდა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კი მან მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.