122 მატჩი / 59 გოლი – ესაა “ლივერპულის” 27 წლის სენეგალელი შემტევის, სადიო მანეს სტატისტიკა კლუბში, რომელმაც მის სანაცვლოდ 2016 წელს  £30 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მას შემდეგ მანემ მოკლე პერიოდშივე მოიპოვა გულშემატკივრის განსაკუთრებული სიყვარული, რომლის თამაშითაც თვით ფლორენტინო პერესიც კი დაინტერესდა. ცხადია, ეს გასაკვირი არაა.

ცოტა ხნის წინ, “კოპის” ლეგენდამ, რობი ფაულერმა Mirror-თან საუბრისას განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა სადიო მანე “ლივერპულში” დიდი, დიდი ხნის მანძილზე დარჩებოდა. ცხადია ლეგენდარულ ფეხბურთელს სენეგანელმა მაშინვე უპასუხა:

მეც იმედი მაქვს. ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. ბარსელონასთან ჩატარებული ნახევარფინალი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე “ენფილდზე” მინახავს. ამის შემდეგ რეალთან დამაკავშირეს, ამნაირი ღამის შემდეგ. დიახ, წარმოუდგენელია. ვფიქრობ, რომ ასეთი რამის შემდეგ არსად უნდა წახვიდე, იმიტომ, რომ ჩვენ საუკეთესო კლუბი ვართ – წარმოუდგენლად მაგარი ფანებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სპეკულაციები დიდი უაზრობაა.

ეს არის ის შემთხვევა, რაც ლივერპულს განსაკუთრებულს ხდის. ჩემი აქ მოსვლა ასე ჟღერს – WOW. პირველად, როცა ბოსმა დამირეკა გავიფიქრე – ოჰ. “ზალცბურგში” თამაშისას ჩემი ძმა, რომელიც სენგალში ცხოვრობს სულ მეუბნებოდა: “მინდა, რომ ლივერპულში ითამაშო”! მახსოვს, თუ როგორ მიმეორებდა ყოველთვის: “შენ ლივერპულზე არაფერი იცი, ეს სექსი კლუბია”! გამუდმებით მიმეორებდა: “ევროპაში ასეთი მხოლოდ ერთი კლუბია, სექსი გუნდია”!

მას შემდეგ კი გავიდა დრო და ახლა მან მხოლოდ სიტყვების თანმიმდევრობა შეცვალა: “მე შენ სულ ამას გეუბნებოდი, მე გეუბნებოდი”! არასდროს მჯეროდა რომ ლივერპულში ვითამაშებდი და სიმართლე გითხრათ ეს ახლაც არ მჯერა. რაც შეეხება ჭორებს, ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ერთადერთი რასაც ვფიქრობ ამას ხმამაღლაც ვამბობ – ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ლივერპულია და ძალიან ბედნიერი ვარ აქ.

კლუბისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის, საკუთარი გულშემატკივრებისთვის და ჩვენი ბიჭებისთვის ვემზადები და მოდი ფოკუსირება მხოლოდ ამ ერთადერთ თამაშზე მოვახდინოთ და პირველ რიგში, მოვიგოთ ის! არ ვმალავ, რომ სასიამოვნოა, როდესაც რამოდენიმე გუნდს უნდიხარ, მაგრამ არასოდეს დაივიწყო ლივერპული! მიმოიხდეთ, ჩვენ დიდ კლუბებს ვამარცხებთ!” – განაცხადა სადიომ ფინალამდე, რომელიც ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მანე თანაგუნდელ მომო სალაჰთან და თანაკონტინენტელ პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად 22 გატანილი გოლით პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა.