ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს იტყობინება Liverpool Echo.

20 წლის ფეხბურთელს “ლივერპულთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ჯეიმი პირსის განცხადებით მასტერსონი სამუშაო ადგილს ზაფხულშივე შეიცვლის.

მასტერსონი “ლივერპულის” აკადემიას 16 წლის ასაკში შეუერთდა, თუმცა პირველი გუნდის რიგებში არ უთამაშია. 2016 წლის იანვარში ფეხბურთელი სათასო დაპირისპირების განაცხადში იყო “ექსტერთან”, გასულ სეზონში კი ორჯერ მოხვდა პირველი გუნდის განაცხადში და სათადარიგოთა სკამზე – “სიტისთან” ჩემპიონთა ლიგაზე და “ევერტონთან” “გუდისონ პარკზე”.

გასულ სეზონში კონორ მასტერსონმა კარგად იასპარეზა 18 და 23 წლამდელთა რიგებში, რის შემდეგაც პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ფეხბურთელის პროგრესს ხელი სისტემატიურმა ტრავმებმა შეუშალა.