“ლივერპულის” კამერუნელმა მცველმა ჟოელ მატიპმა საკუთარი მეწყვილის, ვირჯილ ვან დაიკის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ შესაშური დონის სიტყვებიც არ დაზოგა. ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში “წითლების” 32-ე ნომერმა თქვა:

ვირჯილი დიდებული მცველია. ვფიქრობ, რომ მის გვერდზე ყველა პროგრესირებს. მან გუნდის გაუმჯობესებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. დიდებული შეგრძნებაა, როდესაც მასთან ერთად თამაშობ. ის სრულფასოვანი მცველია, რომელმაც ყოველთვის იცის სწორად როგორ მოიქცეს.

თითოეული მცველი ერთი და იგივე რამეს ოდნავ განსხავებულად აკეთებს. ჩვენ ყოველთვის გვჭირდება გარკვეული დრო, რომ ერთმანეთს გავუგოთ. ეს ნორმალურია. ვფიქრობ, რომ ერთმანეთის კარგად გვესმის და საკმაოდ ხარისხიანადაც ვმუშაობთ.

მე ვიცი, რომ განვითარება კიდევ შემიძლია. სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც მოედანზე გადიხარ და თამაშობ. თუ იგებ, ეს არ არის ძალიან ცუდი. მე ბედნიერი ვარ. ყოველთვის განვითარებაზე ვფიქრობ, მინდა რომ უკეთესი გავხდე და გუნდის შემადგენელი ნაწილი ვიყო” – განაცხადა 27 წლის ცენტრალურმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს “ლივერპული” საუთჰემპტონში გაემგზავრება, სადაც მატიპი ვან დაიკის წყვილს აუცილებლად ვიხილავთ.