შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

დღეს მელვუდში იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად ჟურნალისტების წინაშე ჟოელ მატიპი და ჟორჟინიო ვეინალდუმიც წარსდგნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, კამერუნელ მცველს კითხვები უმეტესად დაცვის თამაშზე დაუსვეს :

უკეთ თამაში დაცვაში და ვირჯილ ვან დეიკი…

დიახ, ვირჯილმა დიდი გავლენა მოახდინა თამაშზე, თუმცა ჩვენ ყველა განვვითარდით. მაგალითისთვის, ფირმინოც კი მცველივით მოქმდებს. უკან კი ალისონი გვყავს, რომელიც ფანტასტიურად გამოიყურება. ცხადია, ვან დეიკი დაცვაში დიდ სამუშაოს ასრულებს – როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. ის გუნდს კიდევ უფრო სტაბილურს ხდის.

რწმენა…

მე საკუთარი თავის ყოველთვის მჯეროდა. ახლა კი მაქვს საშუალება ვითამაშო და ეს შანსი გამოვიყენო. ამ გუნდში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ შემოდის სათადარიგოთა სკამიდან, ვიცით, რომ ის თავს გამოიჩენს. კარგია, რომ ასეთი გუნდის ნაწილი ვარ.

საუკეთესო “ლივერპული” და მოახლოებულ ფინალი…

კარგია, რომ ბევრია მატჩი მოვიგეთ, თუმცა გამიჭირდება წარსულ სეზონებთან შედარება. ახლა აქ თამაშით სიამოვნებას ვიღებ. მესმის, რომ წინ ძალიან დიდი მატჩია. ასეთ საღამოებზე ბავშვობაში ოცნებობ და როცა ასეთი შანსი გეძლევა, დამატებით წნეხში მოქცევა საჭირო არაა, ეს არც დაგეხმარება.