დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში “პორტუს” დაუპირისპირდება. მოახლოებულ დაპირისპირებას გუნდები შემდეგნაირი საკადრო მდგომარეობით ხვდებიან :

  • როგორც იცით, დისკვალიფიკაციის გამო დღეს თამაშს ენდი რობერტსონი ვერ შეძლებს.
  • როგორც ირკვევა, მცირე ტრავმა აქვს ადამ ლალანას და დიდი ალბათობით, დღეს ინგლისელს საქმეში ვერ ვიხილავთ.
  • გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მატიპმა, ვეინალდუმმა და ვან დეიკმა “საუთჰემპტონთან” მატჩში მცირე დაზიანებები მიიღეს, თუმცა მოგვიანებით სამივე მათგანმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.
  • კლოპის თქმით, ის ჯერ არ აპირებს გომესი განაცხადში დააბრუნოს, თუკი ამის აუცილებლობა არ დადგება.

გუშინ “პორტუმ” იმ 23 მოთამაშის სიაც გამოაქვეყნა, ვინც “ნისლიან ალბიონზე” გაემგზავრა. როგორც ირკვევა, დანაკლისი სტუმრებსაც ექნებათ :

  • დისკვალიფიკაციის გამო დღეს გუნდს პეპე და ჰექტორ ერერა ვერ დაეხმარებიან.
  • გუნდთან ერთადაა ალექს ტელესიც, თუმცა მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.