დღევანდელი შეხვედრის წინ ჰერ იურგენი ჟურნალისტებს ესაუბრა.

“კამპ ნოუს” შესახებ

ცუდი რა შეიძლება ითქვას ამ სტადიონზე? ეს უბრალოდ სტადიონია, რომელზეც გვინდა საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოდ. გვითამაშია დიდ არენებზე, თუმცა აქ პირველად ვართ. 2–3 წლის უკან თვალი ვადევნეთ “ბარსელონას” და “გლადბახის” მატჩს, რომელსაც სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, თუმცა შთამბეჭდავი შეხვედრა გამოვიდა. როდესაც ბარსელონაში ხარ ყოველთვის ემოციების ზღვაში ხარ. რაც უფრო უკეთ ვითამაშებთ მით უფრო კარგი იქნება ატმოსფერო, ეს ბუნებრივიცაა. ვნახოდ ვინ უკეთ გამოიყენებს საკუთარი მოედნის ფაქტორს.

 

მესის შესახებ

ვიცით, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში რთულია მისი ფეხბურთელების ხარისხის გათვალისწინებით. საუბარი მხოლოდ მესიზე არ არის, თუმცა მასზეცაა. უნდა ვიყოთ მასზე კონცენტრირებულნი? დიახ, უმეტეს შემთხვევაში. მიუხედავად ამისა მხოლოდ მესიზე არ შეიძლება ფიქრი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში დანარჩენი მაღალი კლასის 10 ფეხბურთელი მარტივად მოიპოვებს სასურველ რეზულტატს. მატჩის წინ მან განაცხადა, რომ თასის ბარსელონაში დაბრუნება უნდა, თუმცა ჩვენც იგივე ამოცანა გვაქვს.

მესი ჩემთვის ნომერ პირველი ფეხბურთელია. ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ ბევრ კარგ ფეხბურთელს უთამაშია, რომლებიც კარიერის დასრულებისგან შორს არიან და სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდებიან, თუმცა ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. მამაჩემისთვის პელე საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუმცა ჩემთვის მესი მსოფლიოში საუკეთესოა.

 

ორი ფრონტის შესახებ

რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნებოდა ვინმეს ეთქვა, რომ უკვე ინგლისის ჩემპიონები ვართ, თუმცა ასე არ არის. ბოლოსწინა ტურში “ნიუკასლს” ვხვდებით და საკმაოდ რთული შეხვედრა გველის, თუმცა ამჟამად ამაზე არ ვფიქრობთ. თუ 15%–ით მაინც “ბარსელონას” ნაცვლად კონცენტრირება “ნიუკასლზე” გვექნება შედეგი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. დღევანდელ შეხვედრაში სასურველ რეზულტატს უნდა მივაღწიოთ, რათა საშინაო არენაზე საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

 

არის თუ არა “ბარსელონა” ყველაზე რთული კონკურენტი

დარწმუნებული არ ვარ, რომ ახლა ამის დროა, თუმცა “რეალთანაც” და “ბაიერნთანაც” რთული შეხვედრები გვქონდა. “ბარსელონა” ნებისმიერი გუნდისთვის რთული ოპონენტია. ინგლისის ჩემპიონატში “სიტი” გვყავს, რომელიც ასევე არ არის საჩუქარი.

არ გვინდა, რომ რთულ შეხვედრებს გავექცეთ, ვინაიდან თუ მათ თამაშობ ნიშნავს, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძვი. იდეალური შეხვედრა გვექნება? არა, აქ ეს შეუძლებელია. დავუშვებთ შეცდომებს? დიახ. განვიცდით? რა თქმა უნდა. გვექნება მომენტები? ცალსახად. გამოვიყენებთ? იმედი მაქვს. ირგვლივ საუბრობენ, რომ ძალიან მოვუმატედ, ხოლო “ბარსელონა” აღარ არის ის გუნდი რაც იყო. აღსანიშნავია, რომ ისინი უკვე დიდი ხანია მსგავს შეხვედრებს თამაშობენ, ჩვენ კი მხოლოდ მეორედ ბოლო წლების განმავლობაში. მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა მოტივაციას ამაღლებს და აზარტს აღვიძებს. ეს ემოცია ფეხბურთელებს უნდა გადავცე.

 

იქნება თუ არა წყვილში გამარჯვებული ფინალში ფავორიტი

“აიაქსის” დაუფასებლობა არ შეძლება მას შემდეგ, რაც მათ გააკეთეს. არავინ იმსჯელებს “მადლობა ღმერთს აიაქსი”–ს სტილში. “ტოტენჰემიც” კარგი, შეკრული გუნდია, რომელიც ბოლომდე იბრძვის, შესაბამისად ფავორიტი არ არსებობს. თუ “ბარსელონა” გავა ფინალში შესაძლოა ესპანელები ფავორიტები იყვნენ, თუმცა ჩვენ ფინალისტი ორი გუნდიდან მხოლოდ ერთ–ერთი ვიქნებით. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.