მომავალი შეხვედრის წინ იურგენ კლოპმა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

სერჟიო კონსეისაოს კომენტარზე, რომელმაც განაცხადა, რომ “ლივერპული” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია

“როდის? კონკრეტულად რა თქვა? ხანდახან მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ? მართალია, ჩვენ ნამდვილად კარგი გუნდი ვართ და იმედი მაქვს ამის დემონსტრირებას მომავალ შეხვედრაშიც მოვახდენთ. ვფიქრობ ვხვდები რატომ თქვა მან ეს, ვინაიდან გარკვეულ ეპიზოდებში ძალიან, ძალიან კარგად გამოვიყურებით. ეს კომპლიმენტია, თუმცა ვიცით, რომ წინ რთული დაპირისპირება გველის, სადაც მძიმე სამუშაო იქნება შესასრულებელი. სავარაუდოდ მან ისიც თქვა, რომ მისი გუნდის შესაძლებლობების სჯერა. მართლა ასე თქვა? მაშინ ყველაფერი რიგზეა.

 

როგორი განწყობით გავა “ლივერპული” მოედანზე

მაპატიეთ, ეს მართლაც უცნაურია, თუმცა არსებობს ერთი კითხვა, რომელსაც პასუხს არასდროს ვცემ. რისი გაკეთებაც გვინდა საფეხბურთო მოედანზე ვაჩვენებთ და არა პრეს კონფერენციებზე.

 

ექნება თუ არა რაიმე მნიშვნელობა შარშანდელ გამარჯვებას “დრაგაოზე”

სიმართლე გითხრათ არა. პირველი მატჩის წინ ვიძახდი, რომ აღნიშნული შეხვედრა ნამდვილად უცნაური იყო. მაშინ ძალიან კარგი პირველი გოლი გავიტანეთ, თუმცა სადიომ რამდენიმე რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. მეორე გოლი მომ გაიტანა შემდეგ კი 3–ჯერ გამოვიყენეთ კონტრ იერიში და დიდი სხვაობით მოვიგეთ. აღსანიშნავია, რომ 2:0–მდე სრულიად გახსნილი თამაში იყო და არაფერი ჩანდა გადაწყვეტილი. ვიცით, რომ “პორტო” საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა პირველ შეხვედრაში კარგად გამოვიყურებოდით და ვალდებულნი ვართ განმეორებითი მატჩიც იმავე მოტივაციით ჩავატაროდ.

 

“პორტოს” “რომასთან” საშინაო ტრიუმფის შესახებ

3 წლის განმავლობაში ბიჭები მიეჩვივნენ, რომ სიმართლეს ვიძახი, როდესაც მატჩის ანალიზს ვატარებთ. მე არ წარმოვაჩენ გუნდებს უფრო დიდად ან ნაკლებად, არამედ ზუსტ ანალიზს ვაკეთებ. დილას შეხვედრა გვქონდა სადაც 45 წუთის განმავლობაში განვიხილავდით მოწინააღმდეგეს. ამ დროის მხოლოდ ნაწილი დაეთმო პირველ შეხვედრას, ხოლო დანარჩენი დრო “დრაკონების” დაპირისპირებას “რომასთან”. იტალიელების წინააღმდეგ გვითამაშია და ვიცით, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ უხერხული მეტოქე, თუმცა 1/8 ფინალში მათი შანსები ვერ დავინახე. “პორტომ” შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.