ფირმინოს გოლები, მშრალი კარი და დაუმარცხებელი სერია.

“ლივერპული” პორტუგალიაში ორბურთიანი უპირატესობით გაემგზავრა. თუ “მერსესაიდელები” დაუმარცხებელ სერიას გააგრძელებენ, მაშინ 1/2 ფინალის საგზურს მოიპოვებენ. “დრაკონებს” “წითლები” 7–ჯერ დაუპირისპირდნენ და მარცხის გემო არასდროს გაუგიათ (4 გამარჯვება, 3 ფრე).

“ლივერპულმა” 14–დან 10 1/4 ფინალური დუელი მოიგო, ხოლო ბოლო 5–დან 4.

პორტუგალიას “ლივერპული” 11–ჯერ ესტუმრა და მხოლოდ 3–ჯერ გაიმარჯვა. გასული წლის გამარჯვების გარდა (5:0), “წითლებმა” 1978 და 84 წლებში “ბენფიკა” დაამარცხეს 1/4 ფინალში. ორივე შემთხვევაში “მერსესაიდელებმა” ტურნირის მოგება შეძლეს.

“ლივერპული” ბოლო 7 დაპირისპირებიდან არასდროს გამოვარდნილა, როდესაც პირველი შეხვედრა “ენფილდზე” ორბურთიანი სხვაობით მოიგო.

იურგენ კლოპმა ორმატჩიან დუელებში ევროთასებზე 20–ჯერ მიიღო მონაწილეობა და 16–ჯერ იმარჯვა. “ლივერპულის” მწვრთნელის რანგში კი ცხრავეჯერ მოიგო.

 

რობერტო ფირმინო არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც კლოპის ყველა (37) ევროპულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბრაზილიელის გოლი გასულ შეხვედრაში მისთვის ევროთასებზე იყო მეთხუთმეტე, ერთით მეტი ვიდრე სალაჰის მაჩვენებელი.

გასული სეზონიდან მოყოლებული რობერტო ფირმინომ კრისტიანო რონალდოს შემდეგ ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა – 21 (13 გოლი და 8 ასისტი).

“ლივერპულის” მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს სალაჰზე და ფირმინოზე მეტი გოლი გატანილი ევროთასებზე. საუბარია რაღა თქმა უნდა ლეგენდარულ სტივ ჯერარდზე, რომლის ანგარიშზეც 30 გოლია.

ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის (2017 წლის სექტემბერი) შემდეგ ალისონ ბეკერმა ყველაზე მეტი “ქლინშითი” გააკეთა. 4 (ცხრიდან) “ლივერპულის” რიგებში და 5 “რომას” შემადგენლობაში.

“პორტოს” ბოლო 3 შეხვედრის განმავლობაში “ლივერპულისთვის” არ გაუტანია.

“პორტო” საკუთარ მოედანზე ინგლისურ კლუბებს 19–ჯერ დაუპირისპირდა, საიდანაც 8 შეხვედრაში იმარჯვა, 7 ფრე ითამაშა და 4–ჯერ დამარცხდა.