დანაკლისის ოდენობის მიხედვით ლივერპული ფინალურ მატჩს საკმაოდ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ხვდება. მიუხედავად, სეზონში ბევრი ფეხბურთელის ხშირი ტრავმებისა, ფინალის წინ კითხვები მხოლოდ ნაბი კეიტას და ბობი ფირმინოს გარშემოა.

რობერტო ფირმინოზე

“ბობიმ გასულ კვირას ივარჯიშა. ის გუნდური ვარჯიშის ნაწილი იყო და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ის ნამდვილად კარგადაა, მაგრამ წინ კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს და შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ.”

ნაბი კეიტაზე

“ნაბის თამაში ფინალში გამორიცხულია. მას უფრო რთული ტრავმა აქვს, მაგრამ საკმაოდ კარგად პროგრესირებს და შესაძლოა თავის ქვეყანას აფრიკის თასზე დაეხმაროს.”

შეგახსენებთ, რომ რობერტო ფირმინომ და ნაბი კეიტამ “ბარსელონათან” განმეორებითი მატჩი გამოტოვეს.