“ლივერპულის”  მოთამაშეებმა ეროვნულ გუნდებში მორიგი მატჩები ჩაატარეს :

* ჰოლანდიის ნაკრებში შეუცვლელად ითამაშეს ვირჯილ ვან დეიკმა და ჟორჟინიო ვეინალდუმმა. “ნარინჯისფერების” მეტოქე გერმანია იყო. შეხვედრა ბუნდესნაკრების გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

* ხორვატთა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა დეიან ლოვრენი, რომელმაც უნგრეთთან მატჩში მოედანზე 90 წუთი გაატარა. მისი გუნდი 2:1 დამარცხდა.

* სასტარტო 11-ეულში იყო ენდი რობერტსონიც, რომელიც შოტლანდიის ნაკრების კაპიტანია. ბრიტანელებმა სან მარინოს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

* ამჯერად უკვე სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი უელსის ნაკრების მატჩს ბენ ვუდრბანმა. რაიან გიგზის შეგირდები სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ მოედანზე 87 წუთი გაატარა ჰარი უილსონმა.

* მონტენეგრომ საკუთარ მოედანზე ინგლისის ნაკრებს უმასპინძლა და 1:5 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ “სამი ლომის” რიგებში 50-ე მატჩი ჩაატარა ჯორდან ჰენდერსონმა, რომელმაც აქტივში საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

* სენეგალის ნაკრებმა 2:0 მოუგო მადაგასკარს. სადიო მანე მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

* ფრედ 1:1 დასრულდა ბრაზილიისა და პანამის ეროვნული გუნდების დაპირისპირება. რობერტო ფირმინო“სელესაოს” ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 1 საათი გაატარა. ფაბინიო და ალისონი კი სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნენ მატჩს თვალს.

* თავის გამოჩენის შანსი კვლავ არ ეძლევათ დივოკ ორიჯისა და სიმონ მინიოლეს. ბელგიამ 2:0 მოუგო კვიპროს, ორივე მოთამაშე კი თადარიგში იყო.

* ირლანდიის 21 წლამდელთა გუნდში ითამაშა კელეჰერმა, რომელმაც კარის მშრალად შენახვა შეძლო – მისმა გუნდმა 3:0 მოუგო ლუქსემბურგს.

კურტის ჯონსი დუბაიში მიმდინარე ახალგაზრდული ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინგლისის 18 წლამდელთა ნაკრებმა 3:2 მოუგო მექსიკას – ჯონსმა აქტივში გოლი და ასისტი ჩაიწერა. აღნიშნულ მატჩში, “სამი ლომის” ძირითად შემადგენლობაში იყო რის უილიამსი, თუმცა ახალგაზრდა მცველმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ბობი დანკანი კი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

* პორტუგალიი 19 წლამდელთა გუნდმა 3:0 მოუგო თურქ თანატოლებს. რაფა კამაჩომ მოედანზე 57 წუთი გაატარა.

* ჰოლანდიის U17 ნაკრებმა 2:0 მოუგო ისრაელს. კი-იანა ჰუვერს სათამაშოდ 77 წუთი მიეცა.