სულ ცოტა ხნის წინ, PFA-მ(პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია) პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სიმბოლური გუნდი წარმოადგინა. როგორც ირკვევა, საუკეთესოთა შორის “ლივერპულის” 4 მოთამაშე მოხვდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სიმბოლურში არიან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ვირჯილ ვან დეიკი. მოგეხსენებათ, ინგლისელი წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოზეა ნომინირებული, რაც შეეხება ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველს – გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა(თუმცა ეს ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა).

აქვე გეტყვით, რომ ოფიციალური ცერემონია კვირას გაიმართება. გეტყვით იმასაც, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა პრემიერ ლიგის ყველა მოთამაშემ მიიღო.