ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომავალი მატჩისთვის მერსისაიდელები მელვუდში აქტიურად ემზადებიან. სავარჯიშო სესიისთვის თვალის მიდევნება დღეს გულშემატკივარს კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეეძლო :

აღსანიშნავია, რომ ფოტო-ვიდეო მასალაზე თქვენ ვირჯილ ვან დეიკსა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს ვერ შეამჩნევთ. მათი ტრავმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.