“ლივერპულის” გულშემატკივრებს საშუალება გაქვთ წლის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენაში მიიღოთ მონაწილეობა. ამისთვის თქვენ კლუბის ოფიციალურ საიტს უნდა ესტუმროთ და გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა.

თქვენ საშუალება გაქვთ აირჩიოთ წლის საუკეთესო ქალი და მამაკაცი “ლივერპულელი”, ასევე მიმდინარე სეზონში მერსისაიდელთა მიერ გატანილი საუკეთესო გოლი.

ხმის მიცემა 26 მაისამდეა შესაძლებელი. 27 მაისს კი ლივერპულში დაჯილდოების ცერემონია შედგება, სადაც გამარჯვებულები როგორც ზემოთხსენებულ, ისე სხვა ნომინაციებშიც დაასახელებენ.