გამარჯობათ წითლებო.

ცხოვრება ცვალებადია და ჩემი “მერსესაიდული” კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. მინდა მადლობა გადავუხადო “ლივერპულის” ოჯახს: თანაგუნდელ მეგობრებს, რომლებთანაც 5 შესანიშნავი წელი გავინაწილე და რომელთაც ყოველთვის ჩავთვლი ჩემი ოჯახის შემადგენელ ნაწილად. ასევე დიდი მადლობა მფლობელებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს და კლუბის სხვა წევრებს.

მადლობა იმისთვის, რომ აქაურობამ უკეთეს ფეხბურთელად და ადამიანად ჩამომაყალიბა. მადლობა იმისათვის, რომ თავს ზემოთ ჩემპიონთა ლიგის თასი ავღმართე და ამ დიდებული კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდი.

მადლობა ქალაქ ლივერპულს, რომელმაც ჩამოსვლის დღიდანვე თბილად მიმიღო. ყოველთვის გავიხსენებ აქაურობას, როდესაც ჩემს შვილს ალბერტო უმცროსს შევხედავ, რომელიც ნამდვილი ლივერპულელია.

და ბოლოს, უდიდესი მადლობა გუნდის არაჩვეულებრივ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ყველა “ლივერპულელს” წარმატებას ვუსურვებ. სადაც არ უნდა წავიდე და მოვხდე ამ კლუბის უდიდეს გულშემატკივრად დავრჩები.

You’ll Never Walk Alone

ალბერტო მორენო