შაბათს, ჩვენი დროით 23:45 წუთზე, პრემიერ ლიგის XXXVII ტურში “ნიუკასლი” საკუთარ “სენტ ჯეიმს პარკზე” “ლივერპულს” უმასპინძლებს.

გუნდების ახალი ამბები

  • “ბრაიტონთან” მიღებული ტრავმის შემდეგ აიოცე პერესი ხელმისაწვდომია, ამავდროულად გუნდს ვირუსგამოვლილი კაპიტანი ჯამალ ლასკელსიც უბრუნდება.
  • გუნდში ტრავმირებულია დეანდრე იედლინი, ამასთანავე გამორიცხულია მიგელ ალმირონის, ფლორიან ლეჟუნის და შან ლონგსტაფის თამაშიც.
  • “ბარსელონასთან” მიღებული ტრავმის შემდეგ ნაბი კეიტა გუნდს მინიმუმ ორი თვით გამოაკლდა.
  • “წითლების” ექიმები კიდევ აკვირდებიან ბობი ფირმინოს კუნთებს, რომელიც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია.
  • გუნდის ძირითად შემადგენლობას დიდი ალბათობით ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი დაუბრუნდება, რომელიც კატალონიაში სასტარო 11-ეულში ვერ მოხვდა.

პრევიუ

მეტი რაღა უნდა მოხდეს? 2005 წლის შემდეგ, “ლივერპულისთვის” საუკეთესო სეზონია, თუმცაა…  მიმდინარე სეზონში “წითლებს” იღბალი ასე თუ ისე კი ჰქონდათ, მაგრამ ფორტუნამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩაიქნია ხელი მათზე და მერსისაიდის წითელი ნაპირებიდან ბინა ესპანეთში, უფრო სწორად კი კატალონიაში დაიდო, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

მიმდინარე დღეები “სქაუზერებისთვის” ნამდვილ კოშმარად იქცა და ალბათ გულს ოდნავ “ნიუკასლთან” მატჩი, დაზუსტებით კი მისი მოგება თუ გამოასწორებს, თუმცა გულშემატკივრებისათვის მთელი გონება “ენფილდისაკენ” იხრება, სადაც სამშაბათს “წითლებმა” საკუთარი ღირსება, საკუთარ მოედანზე აუცილებლად უნდა დაიცვან! იმ შემთხვევაში, თუ ხვალ “ლივერპული” გამარჯვებას ვერ მოახერხებს, მაშინ ის საბოლოოდ ჩაიქნევს ხელს პრემიერ ლიგაზე და ნანატრად წოდებული დუბლი 1 კვირაში კვლავ უტიტულო სერიასთან დაბრუნდება, ამიტომ ფეხბურთელებმა ამის უფლება საკუთარ თავებს არაფრის დიდებით არ უნდა მისცენ.

ასეთი დაძაბული მარათონი პრემიერ ლიგის ისტორიაში არასდროს ყოფილა, გუნდი, რომელიც სავარაუდო 97 ქულას დააგროვებს, მარტივად შესაძლებელია, რომ ჩემპიონი მაინც ვერ გახდეს. “ნიუკასლს” რაფაელ ბენიტესი ჰყავს, რომელიც “სქაუზერთა” ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელია, თუმცა ასეთივე ფეხბურთელი იყო ლუის სუარესიც და მის საქციელსაც კიდევ ერთხელ არ გაგახსენებთ. თავის მხრივ, რაფაც ძალიან ამაყი მწვრთნელია.

ეს იქნება “ლივერპულისთვის” საკმაოდ მკაცი თამაში, მათ აუცილებლად უნდა დაარღვიონ “ნიუკასლის” სიმშვიდე. შესაძლებელია, რომ “წითლებმა” ეს თამაში ვერ მოიგონ, რადგან მათი ნახევარი გონება ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩზეა მომართული, თუმცა, თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ “სქაუზერების” ადგილზე ყოფნას მტერსაც კი არ ვუსურვებთ.

ახლა კი ვნახოთ, თუ რა თქვეს წინასამატჩოდ მწვრთნელებმა.

რაფაელ ბენიტესი: “ლივერპული დიდებულ სეზონს ატარებს. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ თუ როგორ დომინირებდნენ ისინი ბარსელონაში, მანამ, სანამ მესიმ არ გადაწყვიტა განსხვავებული გამხდარიყო. ვფიქრობ, რომ ისინი დიდ საქმეს აკეთებენ და ეს კარგად გამოსდით. ისინი ფავორიტები არიან, თუმცა, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ შანსი აუცილებლად გვექნება.

იურგენ კლოპი: “გასულ მატჩში დიდხანს ვერ დავრჩებით, ამისათვის ამდენი დრო არ გვაქვს. უნდა ვცადოთ, რომ სამშაბათამდე დავლაგდეთ, თუმცა ბიჭების გონება ახლა სრულიად ნიუკასლზეა კონცენტრირებული. მათ საკმაოდ კარგი პერიოდი უდგათ, გასულ კვირებში რამოდენიმე მატჩი მოიგეს და კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდენ. მათ ფორმაცია მას შემდეგ შეცვალეს, რაც ჩვენ გვეთამაშნენ”.

ფაქტები

  • “სენტ მერიზე” 7-დან ერთადერთი წაგება 2013 წელს ფიქსირდება, როცა “წითლებმა” 0-6 მოიგეს. დანარჩენ შემთხვევაში მათ 4 მოიგეს და ორი ფრედ ითამაშეს.
  • პრემიერ ლიგაში “წითლებმა” “კაჭკაჭებთან” გასვლაზე 10 მატჩი წააგეს, ამაზე მეტი მხოლოდ “მანჩესტერთან” (16), “ჩელსისთან” (14) და “ტოტენჰემთან” (12) აქვთ.
  • “კაჭკაჭებმა” ბოლო 7-დან საკუთარ კედლებში 6 მოიგეს.
  • მაისის თვეში “ახალციხელებმა” უკანასკნელი 4 შეხვედრიდან ყველა მოიგეს, გაიტანეს 13 გოლი და გაუშვეს მხოლოდ ერთი.
  • “ნიუკასლი” ახლოსაა მიმდინარე სეზონში წააგოს მეათე თამაში, რაც ბოლოს 1988-89 წლებში მოხდა.
  • რაფელ ბენიტესი “ლივერპულს” 5-ჯერ შეხვდა და ვერცერთი მოიგო, 3 წაგება 2 ფრე.
  • იმ შემთხვევაში თუ რაფა წააგებს, ეს იქნება მისი მეასე წაგება ინგლისში.
  • ბოლო 7 საშინაო თამაშში აიოცე პერესმა 7 გოლი გაიტანა.
  • “ლივერპული” ზედიზედ 7 მატჩია იგებს, ამ პერიოდში მათ 20 გოლი გაიტანეს და გაუშვეს მხოლოდ 5.
  • “წითლები” პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდი ხანია არ დამარცხებულან – 11 მოგება 4 ფრე.
  • “მერსისაიდელები” შესაძლოა 97 ქულით ჩემპიონები ვერ გახდნენ, რაც ტოპ 5 ლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება – აქამდე ეს რეკორდი “რეალ მადრიდს” ეკუთვნოდა, რომელიც 2009-10 წლებში ჩემპიონი ვერ გახდა და ეს პეპ გვარდიოლას “ბარსელონას” გამო მოხდა.
  • კლუბმა შეიძლება საკუთარი რეკორდი გაამეოროს, რომელიც რაფაელ ბენიტესმა 2008 წლებში დააფიქსირა – 13 საგარეო მოგება.
  • “ლივერპულმა” მიმდინარე სეზონში 16-ჯერ გაიტანა თავით, რაც ყველაზე მაღალი შედეგია.
  • ენდრიუ რობერტსონის ანგარიშზე უკვე 11 საგოლე პასია, რაც იმას ნიშნავს, რომ რობოს მცველებს შორის ინგლისში საუკეთესო რეკორდამდე მხოლოდ ერთ ასისტი აშორებს.

პროგნოზი: 0-2

მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი