The Mirror–ის ჟურნალისტის დევიდ მედოკის ცნობით “წითლები” დივოკ ორიჯის კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ, რომელსაც მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

მედოკის თქმით ახალი კონტრაქტის ინიციატორი იურგენ კლოპია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილია. 24 წლის ბელგიელმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონას” კარში დუბლი შეასრულა და ლომის წილი დაიდო “მერსესაიდელთა” წარმატებაში. გასულ უქმეებზე ორიჯიმ “ნიუკასლის” კარშიც შეძლო მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლის გატანა, რის შედეგადაც “ლივერპული” საჩემპიონო რბოლაში დარჩა.

მიმდინარე სეზონში ორიჯიმ 6 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის “მერსესაიდულ” დერბიში რითაც გულშემატკივრების თვალში დიდი პატივისცემა მოიპოვა. მომავალ ზაფხულს კლუბს დანი სტარიჯი დატოვებს, შესაბამისად კლოპი თვლის, რომ 24 წლის უნივერსალური შემტევი კლუბს სამომავლოდაც გამოადგება.

ფეხბურთელს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც მას “წითლები” ახალ სამუშაო პირობებს შესთავაზებენ აცხადებს მედოკი.