პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “ნიუკასლს” დაუპირისპირდა. მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი შეცვლაზე შემოსულმა დივოკ ორიჯიმ გაიტანა. მოგვიანებით მან განვლილ შეხვედრაზე Sky Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა :

“მატჩამდეც ვიცოდით, რომ წინ დიდი ბრძოლა გველოდა. თავადაც ნახეთ, რომ ეს ადვილი არ იყო, რადგან მეტოქესაც შეეძლო სიტუაციის შემობრუნება. საბოლოოდ, ჩვენ მებრძოლი სული ვაჩვენეთ და 3 ქულაც მოვიპოვეთ.

მე უბრალოდ ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო და ბედნიერი ვარ, რომ ბოლო წუთებში გოლის გატანას ვახერხებ. ჩვენ ბევრს ვშრომოთ და გვესმის, რომ ეს სეზონის გადამწყვეტი ნაწილია. მთლიანობაში კი ეს განსაკუთრებული სეზონია. 

ვნახოთ როგორ დასრულდება დარჩენილი მატჩები. გამარჯვებისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.” – განაცხადა ორიჯიმ.