ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონა” მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 4:0 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში პირველი გოლი დივოკ ორიჯიმ გაიტანა. სწორედ ბელგიელმა დააფიქსირა ტაბლოზე საბოლოო ანგარიშიც. მატჩის შემდეგ მან მცირე ინტერვიუ BT Sport-ს მისცა :

“ვფიქრობ, ეს უფრო მეტია ვიდრე გუნდი. ვიბრძოლეთ და ვიცოდით, რომ განსაკუთრებული საღამო გამოვიდოდა. რთულია ეს სიტყვებით გადმოსცე – შენ მას გრძნობ, შენ ის გესმის…

გვსურდა გვებრძოლა ტრავმირებული მოთამაშეების ნაცვლადაც. ვიცოდით, რომ რობერტსონის გასვლაც მოახდენდა თამაშზე გავლენას. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ნიჭისა და დიდი შრომის ნაზავია. ჩვენ ფინალში ვართ ! “ – განაცხადა ორიჯიმ.