დღეს ცნობილი გახდა, რომ მარკო გრუიჩი 2019-20 წლის სეზონს კვლავ ბერლინის “ჰერტაში” გაატარებს. გერმანელებმა 23 წლის ფეხბურთელი ისევ ერთწლიანი არენდით ინათხოვრეს.

როგორც იცით, გასული სეზონი გრუიჩმა ზემოხსენებულ კლუბში გაატარა და ბუნდესლიგის წარმომადგენლები მისი თამაშით აღფრთოვანებულნი დარჩნენ. სერბმა შუახაზელმა “ჰერტაში” 23 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა.

კლუბის დამრიგებელმა რამოდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ბოლო 22 წლის განმავლობაში მას მარკოზე კარგი ნახევარმცველი არ ჰყოლია.

ფეხბურთელი კლოპის “ლივერპულში” პირველი ტრანსფერია, თუმცა “წითლების” მაისურით მას მხოლოდ 14-ჯერ უთამაშია.