გასულ სეზონში კამაჩოს და კლუბს შორის ვითარება დაიძაბა. კამაჩომ უკმაყოფილება გამოთქვა მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშის გამო, რის გამოც კლოპმა მას პირველ გუნდში მოხვედრის შანსები შეუმცირა.

ლივერპული პორტუგალიელს 10£მლნ-დ აფასებდა. სარფიანად გაყიდვის გამო კლუბმა მას ახალი კონტრაქტიც შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო.

შემოთავაზებები იყო ლისაბონის სპორტინგიდან და რეალ კასტილიადან. ფეხბურთელმა პირველ გუნდში თამაშის გარანტია ვერც მადრიდელებისგან მიიღო, რის გამოც უარით გაისტუმრა და ესპანელებმა იაპონელი კუბოსკენ გაიწიეს, კამაჩომ კი სამშობლოში დაბრუნება არჩია.

კამაჩოს სანაცვლოს სპორტინგმა £5მლნ. გადაიხადა, რასაც შესაძლოა დაემატოს ბონუსი £2მლნ. ფეხბურთელი პორტუგალიურ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.