“ლივერპულის” ოფიციალურმა საიტმა დღეს ალბერტო მორენოსა და დანიელ სტარიჯის კლუბიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც იცით, ორივე მათგანმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

დანიელ სტარიჯი “მერსისაიდში” 2013 წელს “ჩელსიდან” გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 160 მატჩში 67 გოლი გაიტანა, მორენო კი “წითლებში” მომდევნო წელს ჩავიდა და 141 მატჩში იმონაწილევა, სადაც 3 გატანილი გოლით გამოირჩა.

კლუბი მადლობას უხდის ორივე მათგანს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.