დიდი ალბათობით ოქსლენდ ჩემბერლენს “მერსესაიდელები” კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ.

“არსენალიდან” გადმობარგებულმა ფეხბურთელმა დაზიანება გასული სეზონის მიწურულს მიიღო, რის შედეგადაც 12 თვიანი უქმობა მოუწია. მიუხედავად ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესისა, გასულ შეხვედრაში ოქსი “ჰადელსფილდთან” მოედანზე გავიდა.

Daily Mail–ის ცნობით “წითლები” 25 წლის ფეხბურთელის დაჯილდოებას აპირებენ ახალი კონტრაქტით. დიდი ალბათობით ხელშეკრულება რომელსაც ვადა 2022 წლამდე აქვს, კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება, ხოლო ანაზღაურება უცვლელი (კვირაში 120 ათასი) დარჩება.