“ლივერპული” ახლოსაა შეთანხმებას მიაღწიოს “ლილთან” ნიკოლას პეპეს ტრანსფერზე, რომლის სავარაუდო ფასი €80 მილიონი ევროა (70.8 მლნ ფუნტი) – ირწმუნება ფრანგული სპორტ გამომცემლობა L’Equipe.

პეპე ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელზეც ბოლო კვირის განმავლობაში იწერებოდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ “მერსისაიდელი” სკაუტები აფრიკელს რამოდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდნენ.

მარჯვენა გარემარბმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში “ლილის” შემადგენლობაში 22 გოლსა და 11 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად. სწორედ ამიტომ, ნიკოლასი “ლილმა” ზემოხსენებულ თანხად შეაფასა.

ევროპის რამოდენიმე წამყვანი კლუბი, მათ შორის “ტოტენჰემი” ცდილობს, რომ პეპე საკუთარ გუნდში თამაშის პერსპექტივით დაიყოლიოს. წყაროს მიხედვით, ამ რბოლას სათავეში “ლივერპული” უდგას და ცდილობს ტრანსფერი რაც შეიძლება მალე გააოფიციალუროს.