გასულ პრე-სეზონზე ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც რეზერვებიდან მნიშვნელოვნად გამოირჩა სწორედ პორტუგალიელი რაფაელ კამაჩო გახლდათ. მერსისაიდელებს იმედი გაუჩნდათ, რომ ლივერპულის აკადემიაში ახალი ვარსკვლავი დაიბადა, შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ საეჭვოა დაუკავშირდება თუარა მისი მომავალი ლივერპულს.

რაფაელ კამაჩო ანგოლური წარმომავლობის ლისაბონში დაბადებული ფეხბურთელია, რომელიც 8 წლის ასაკში ჩაირიცხა ლისაბონის სპორტინგის აკადემიაში. მისით 13 წლის ასაკშივე დაინტერესდა მანჩესტერ სიტის აკადემია, რომელიც ბოლო წლებია საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს ძლიერი აკადემიის ყოლას და ბევრ კარგ ფეხბურთელსაც ზრდის, რომლებიც “სიტიში” თუარა სხვა გუნდებში მაინც გამოირჩევიან კარგი თამაშით.

ლივერპულმა ისარგებლა იმ ფაქტით, რომ კამაჩო სიტიმ პორტუგალიის მესამე ლიგაში გაანათხოვრა და ლივერპულში გადმოსვლის შემთხვევაში 18 წლამდელთა პრემიერლიგაში თამაში დაჰპირდა, თუმცა რაფა კამაჩო გუნდში დიდი ტალანტის სტატუსით ნამდვილად არ მოსულა.

კამაჩო 16 წლის ასაკში უკვე თამაშობდა ლივერპულის 18 წლამდელთა გუნდში, მეორე სეზონში კი სტივენ ჯერარდის გუნდში ნელ-ნელა წამყვანი ფეხბურთელის ფუნქციები შეითავსა, უფრო მოუხშირა გოლების გატანასაც, რამაც კლოპის ყურადღებაც მიიპყრო. მან ის საზაფხულო ტურნეზე წაიყვანა და ხშირადაც ათამაშებდა, თუმცა ახალ როლზე, მარჯვენა მცველად.

კამაჩო დუბლებში მარჯვენა და მარცხენა ნახევარცმველის პოზიციაზე თამაშბდა, რამდენჯერმე ცენტრშიც ითამაშა, მაგრამ ეს პოზიცია მისთვის ახალი იყო. ამის მიუხედავად, ლივერპულის ფანები და ექსპერტები მისით მოიხიბლნენ და საუბრობდნენ არნოლდის ახალ კონკურენტზე.

კამაჩო მართლაც გამოჩნდა პირველ გუნდშ ოღონდ მუდმივად სათადარიგო სკამზე. მას პრემიერლიგაში 8-ჯერ მოუწია სათადარიგო სკამზე ყოფნა და მხოლოდ ერთხელ გამოიყვანეს მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე. მან ითამაშა “ფა თასზე” ვულვზთან მარჯვენა მცველის პოზიციაზე, მაგრამ არცისე დამაჯერებლად.

კამაჩომ შანსი მიიღო, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ის, რასაც ელოდა. ამის პარალელურად კი პრემიერლიგა 2-ში გუნდის ლიდერი გახლდათ. ის 14 თამაშში 8 გოლით და 5 ასისტით გამოირჩა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 6 მატჩში 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი და 3 საგოლე პასიც გააკეთა.

კამაჩოს შეტევაში უნივერსალურობამ მწვრთნელებს გადააწყვეტინა, ის კლოპის მიერ შერჩეულ მარჯვენა მცველის პოზიციაზე მეორე გუნდშიც ეთამაშებინათ, რამაც მისი აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. მან თავისი უკმაყოფილება 14 აპრილს ღიად გამოხატა, მას შემდეგ, რაც ლესტერის წინააღმდეგ ჰეთთრიქი შეასრულა.

“არ ვიცი პირველად ვის მოუვიდა თავში ჩემი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში, მაგრამ აშკარად ცდება. მე ვარ ვინგერი და ამ პიზიციაზე ბევრად მეტი რამის გაკეთება შემიძლია” – განაცხადა კამაჩომ.

აღსანიშნავია, რომ კამაჩო პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებებშიც (-17წ., -18წ) ვინგერის პოზიციაზე თამაშობს და თითქმის არცერთ შეხვედრას არ ტოვებს გოლის გარეშე. მიუხედავად ამისა, 19 წლის ფეხბურთელი მიმდინარე 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა.

შესაძლოა ამაში მთავარ დამნაშავეს რაფელ კამაჩო იურგენ კლოპში ხედავს, რომელმაც მას პირველ გუნდში საკმარისი შანსი არ მისცა, მაგრამ იურგენ კლოპის მიზეზი შესაძლოა მისი ზემოთაღნიშნული განცხადებაც იყოს. ფაქტია, კამაჩო მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ვერც ლიგაზე მოხვდა განაცხადში და არც მარაბელაში წაიყვანეს.

კამაჩოს ეს მდგომარეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა სხვა გუნდების სკაუტებისთვის. ლისაბონის ბენფიკა მას პირველ გუნდში ხშირ თამაშს სთავაზობს, მადრიდის რეალი კი “რეალ ბ კასტილიაში” სთავაზობს მუდმივ საათამაშო პრაქტიკას პირველ გუნდში დაწინაურების პერსპექტივით.

ლივერპული არ აპირებს ფეხბურთელს 10მლნ-ზე ნაკლებად შეელიოს, თანაც კლოპს მასზე ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ მერსისაიდელებმა რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერამ დიდი შანსია მისი მსურველები დააფრთხოს, მისი მერსისაიდული კარიერის გეგმებზე კი ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაზუსტებით არაფერი იცის, სწორედ ამიტომ ამ თემის გარშემო ბევრი კითხვებია, რაზეც პასუხს იურგენ კლოპი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გასცემს.