“ლივერპული” სამხრეთ უელსს ესტუმრა და ყველა ტურნირის მაშტაბით მიჯრით მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ნულოვანი პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში ვეინალდუმმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს მო სალაჰის მოპოვებული თერთმეტმეტრიანი შეცვლაზე შემოსულმა ჯეიმს მილნერმა გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შედეგად კლოპის გუნდი პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო უშუალო კონკურენტს მნიშვნელოვანი შეხვედრა 3 დღეში ექნება “მანჩესტერულ” დერბიში.

 

გუნდის სიახლეები 

“პორტოსთან” შეხვედრის შემდეგ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდნენ ჰენდერსონი, კეიტა და ფირმინო, ხოლო მილნერი, ფაბინიო და ორიჯი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩდნენ. განსხვავებული იყო ჰენდერსონის ფუნქციებიც მოედანზე, რომელიც უფრო ხშირად შეტევაზე იყო ორიენტირებული.

 

პირველი ნახევარი 

მატჩის პირველივე წუთებიდანვე ინიციატივა “ლივერპულის” ხელთ იყო და “წითლები” საკმაოდ მწვავედ უტევდნენ მოწინააღმდეგს, თუმცა საწყისი წუთების განმავლობაში ვერ მოხერხდა გოლის გატანას. თავის მხრივ მასპინძლები კონტრ შეტევებით ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. ერთ–ერთ ეპიზოდში ტრენტის გადაცემა იქნა ჩაჭრილი რის შედეგადაც რობერტსონს მოუწია დარტყმის დაბლოკვა შორეულ ძელთან. ტაიმის შუაში სალაჰი–მანე–ფირმინოს კომბინაციის შედეგად ბრაზილიელი მეკარესთან პირისპირ დარჩა ხელსაყრელ სიტუაციაში, თუმცა ამ უკანასკნელმა 10 იარდიდან ააცილა კარს.

 

მეორე ნახევარი

შეხვედრის მეორე ნახევარი მასპინძლების ეპიზოდით დაიწყო, თუმცა მორისონის თაური კარს ზემოდან გადასცდა. აღნიშნული მომენტის შემდეგ “ლივერპული” სრულად დომინირებდა მოედანზე. მოწინააღმდეგეს განსაკუთრებულ უსიამოვნებას ტრენტი და სადიო მანე უქმნიდნენ. “მერსესაიდელთა” მცდელობამ შედეგი შეხვედრის 57–ე წუთზე გამოიღო. ტრენტის კუთხურს ჯორჯინიო ვეინალდუმი გამოეხმაურა და ეფექტური გასროლით თავისი კლუბი დააწინაურა. ჯორდან ჰენდერსონ ძალიან მალე შეეძლო ანგარიში ორამდე გაეზარდა, თუმცა კაპიტანმა საკმაოდ მცირე დისტანციიდან ააცილა.

შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე “კარდიფის” კაპიტანმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და ბობი ფირმინოს გაარტყა, შემდეგ სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა, თუმცა საჯარიმოში საჰალზე დაჯარიმდა, ატკინსონმა კი უყოყმანოდ გაიშვირა ხელი ნიშნულისკენ. პენალტი ჯეიმს მილნერმა აუღელვებლად შეასრულა და “წითლებს” მორიგი 3 ქულა მოუტანა.