ენდრიუ რობერტსონი იმედოვნებს, რომ მოედანს მალევე დაუბრუნდება და ფინალში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

გუშინდელი შეხვედრის პირველი ნახევრის მიწურულს, შოტლანდიელი სუარესს შეეჯახა რის შედეგადაც თამაში ვეღარ გააგრძელა და მეორე ნახევარში მის ნაცვლად მოედანზე ვეინალდუმი გამოვიდა. “ბარსელონასთან” გამარჯვების შემდეგ “ლივერპულის” სეზონი 1 ივნისამდე გახანგრძლივდა. კვირას “წითლები” პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრას ჩაატარაბენ “ენფილდზე” “ვულვზის” წინააღმდეგ, ხოლო ზაფხულის პირველ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებენ. რობო იმედოვნებს, რომ გუნდს ორივე შეხვედრაში დაეხმარება.

“ამჟამად ჩემი მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს, თუმცა დეტალურ გამოკვლევას ხვალ ჩამიტარებენ. ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ ნერვია დაზიანებული, თუ ნამდვილად ასე აღმოჩნდა მოედანს რამდენიმე დღეში დავუბრუნდები, თუმცა მანამდე დაველოდოთ გამოკვლევის პასუხს.”

“გამოკვლევის შედეგებამდე არაფრის თქმა არ შემიძლია, თუმცა ვილოცებ, რომ ყველაფერი კარგად იყოს.” ციტირებს რობერტსონს ოფიციალური საიტი.