ენდი რობერტსონი მიიჩნევს, რომ “ლივერპულს” ჯერ კიდევ აქვს შანსი ორივე ტურნირზე წარმატებას მიაღწიოს. “ნიუკასლთან” მატჩამდე “მერსისაიდელთა” მარცხენა მცველმა ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა:

სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ დაგვრჩა სამი, იმედია ოთხი მატჩი სეზონის ბოლომდე და ამისათვის 100%-ით უნდა დავიხარჯოთ, ვიცით, რომ ორივე მათგანი ახლა ჩვენს ხელში არაა, მაგრამ შეხედეთ: ეს ლივერპულია, ჩვენ გვჯერა და ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ.

ამჟამად ნიუკასლში უნდა ჩავიდეთ, ჩვენი ფეხები კარგად მოვამზადოთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვინერვიულოთ ბარსელონაზე. ახლა კონცენტრაციას მხოლოდ ნიუკასლზე ვახდენთ და იმედია დაგეგმილ სამ ქულას ავიღებთ.

ბარსელონაში დაფიქსირებული შედეგის გამო თავს ცუდად ვგრძნობთ, რადგან თამაშის უმეტეს ნაწილში ჩვენ ვდომინირებდით, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმის სტარტზე. ჩვენმა გულშემატკივარმა საკუთარი სახლებისგან შორს თავი მათთან ახლოს გვაგრძნობინა, მათი ატმოსფერო უბრალოდ ბრწყინვალე იყო.

ახალ კი შეხედეთ, გათამაშება ორმატჩიანია, ასე რომ ყველაფერი წინაა და ყველაფერი შესაძლებელია” – განაცხადა რობერტსონმა.