წლევანდელ სეზონში ლივერპულის შეტევითი ხაზის ლიდერმა, სადიო მანემ იურგენ კლოპის მიმართ კეთილი სიტყვები არ დაიშურა.

“ის განსაკუთრებული მენეჯერია. მას აქვს მაღალი დონე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც ჩემზე მოქმედებს, ის არის ნამდვილად კარგი ადამიანი ფეხბურთის გარეთ. მისი ადამიანური მხარე გავლენას ახდენს ჩემზე და ასეთი ადამიანის ნახვა დღეს ძალიან იშვიათია, განსაკუთრებით ფეხბურთში.”

“ის არის მწვრთნელი, ვისაც უყვარს თავისი ფეხბურთელები, ის ყოველთვის იქ დგას, სადაც ფეხბურთელებისთვის არის საჭირო. ამავდროულად, ის გვიმაღლებს პასუხისმგებლობას.”

“ჩვენ, ფეხბურთელები მზად ვართ მისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენ მისთვის მოედანზე ყველაფერს ვიღებთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს მოედანზე იქნება თუ ვარჯიშზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ის არის მენეჯერი, ვის გამოც მზად ვარ საომრად წავიდე.”

იურგენ კლოპის შესახებ საუბრის შემდეგ, სადიოს მის ქველმოქმედებაზე ჰკითხეს, რომლითაც ის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია მსოფლიოში.

“ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ნატურალურად. ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანად ყოფნა და ადამიანური ვალდებულებები. თუ დღეს ყველა მდიდარი ადამიანი მსოფლიოში სხვა ადამიანისთვის რაიმეს გააკეთებ, მალე დასახმარებელი არავინ დარჩება.”

“აქ გაკვეთილების ჩასატარებლად და იმის სათქმელად არ ვარ, რომ გაჭირვებულებს აუცილებლად ყველა უნდა დავეხმაროთ, მაგრამ სხვა ადამიანებზე დახმარება ვფიქრობ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი რამაა”

“შეხედეთ, დღეს ამ ოთახში ოთხი ადამიანი ვართ და მადლობა ღმერთს, მგონი კარგად ვცხოვრობთ. თუ 10 ან 20 ევროს გაიღებთ, შეძლებთ ბევრ ადამიანს დღეს უკეთ ყოფნაში დაეხმაროთ. რატომ უნდა შეიკავოთ თავი ამ პატარა ჟესტისგან ? პატარა ჟესტს შეუძლია ბევრი რამის გაკეთება, ამის გაკეთებას ვცდილობ მე. სანამ ცოცხალი ვიქნები, გავაკეთებ ყველაფერ საუკეთესოს, რომ დასახმარებელს დავეხმარო” – მისიე აღმატებულება სადიო მანე <3