დიდი ალბათობით ზაფხულში ტიმო ვერნერი “ლაიფციგს” დატოვებს, ვინაიდან ფეხბურთელმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერნერი ბუნდესლიგაში დარჩებოდა და “ბაიერნში” გააგრძელებდა ბურთაობას, თუმცა როგორც აღმოჩნდა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. 23 წლის შემტევთან დაკავშირებით “ლაიფციგს” და “ბაიერნს” არანაირი შეთანხმება არ აქვთ.

“სიტუაცია უცვლელია, ტიმო ვერნერი არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, თუმცა შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. არ ვფიქრობ, რომ თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლებელია.”

“ბაიერნთან ვერნერზე არ გვისაუბრია. შესაძლოა მას საერთოდ არ სურს მიუნხენში კარიერის გაგრძელება. შესაძლოა ტიმო ტუჰელს შეუერთდეს პარიზში ან კლოპს “ლივერპულში” ან თუნდაც ფავრეს “დორტმუნდში.” განაცხადა “ლაიფციგის” აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ მინცლაფმა Sky–სთან მიცემულ ინტერვიუში.