დამთავრა ინგლისის პრემიერ ლიგის მორიგი, 2018-2019 წლების სეზონი, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ და „ლივერპულმა“ მართლაც რომ გამორჩული პაექრობა შემოგვთავაზეს. ეს სეზონი არა მარტო ამ ფაქტის, არამედ ბევრი სხვა ფაქტის და მოვლენის გამო ერთ-ერთი გამორჩეულიიყო. ამის დასადასტურებლად, შევეცდებით ჩამოთვალოთ მათ შორის რამდენიმე საინტერესო:

  • იურგენ კლოპის გუნდმა პრემიერ ლიგის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა დაგროვებული ქულების რაოდენობით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის;
  • ვირჯილ ვან დაიკი გახდა მესამე მცველი პრემიერ ლიგის ისტორიაში, ვინც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. პირველი იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი, რომელმაც ეს ტიტული ორჯერ მოიგო 2008-2009 და 2010-2011 წლების სეზონებში. შემდეგ კი იყო “სიტის”ვინსენტ კომპანი 2011-2012 სეზონში;
  • ვან დაიკი გახდა მეორე ჰოლანდიელი ვინც აღნიშნული ტიტული მოიგო, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეგოლე რუუდ ვან ნისტერლოის შემდეგ, ვინც საუკეთესო 2002-2003 წლების სეზონში გახდა;
  • საუკეთესო მეგოლის ტიტული აქამდე მხოლოდ ერთ აფრიკელ ფეხბურთელს ჰქონდა მოპოვებული, „ჩელსის“ კოტ-დივუარელ დიდიე დროგბას, რომელმაც ეს ორჯერ შეძლო – 2006-2007 და 2009-2010 სეზონებში. 2018-2019 წლის სეზონში კი ერთდროულად 3 აფრიკელი ფეხბურთელი გახდა ოქროს ბუცის მფლობელი ლივერპულელები მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) და სადიო მანე (სენეგალი) და „არსენალის“ გაბონელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი. დროგბას მსგავსად, სალაჰიც მეორეჯერ დაეუფლა ოქროს ბუცს;
  • მანამდე ორჯერ მოხდა მსგავსი შემთხვევა, როცა ერთდროულად 3 ფეხბურთელი დაეუფლა ოქროს ბუცს – 1997-1998 წლების სეზონში კრის სატონი („ნიუკასლი“), დინ დაბლინი („ქოვენთრი“) და მაიკლ ოუენი („ლივერპული“) 18-18 გოლით და შემდეგ სეზონში ასევე 18-18 გოლით, ისევ მაიკლ ოუენი, დუაიტ იორკი („მანჩესტერ იუნაიტედი“) და ჯიმი-ფლოიდ ჰასელბანკი („ლიდსი“);
  • მო სალაჰი გახდა „ლივერპულის“ მესამე ფეხბუთელი, ვინც ოქროს ბუცი მოიგო. მანამდე იყო მაიკლ ოუენი ორჯერ და ლუის სუარესი;
  • „სიტის“ ილკაი გუნდოგანის მიერ 2018 წლის ნოემბერში თანაქალაქელი „იუნაიტედის“ კარში გატანილ გოლს წინ უძღოდა 44 პასი, რაც ამ მხრივ ამ სეზონში გამორჩეული იყო;
  • „სიტიმ“ გაიტანა ყველაზე გვიანი გოლი. გაბრიელ ხესუსმა „გუდისონ პარკზე“ 96:52 წუთზე შეაგდო;
  • „საუთჰემპტონის“ შეინ ლონგმა „უოტფორდს“ მე-7 წამზე გაუტანა, რაც პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი აღმოჩნდა;
  • პრემიერ ლიგიდან გავარდნილი „ფულემი“ იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც წამყვან ექვსეულთან ვერცერთი ქულა ვერ აიღო;
  • თანაქალაქელებთან ჩატარებულ 10 თამაშში „ჩელსიმ“ აიღო 22 ქულა (7 მოგება და 1 ფრე). ამ მაჩვენებლით „ჩელსი“ ლონდონის მინი-ტურნირის გამარჯვებული გახდა. ზემოთ ნახსენებმა „ფულემმა“ აქაც ვერ აიღო ვერცერთი ქულა („ფულემის“, „ჩელის“, „ტოტენჰემის“ და „არსენალის“ გარდა, ლონდონს „ვესტ ჰემი“ და „კრისტალ პალასიც“ წარმოადგენდნენ);
  • ედენ აზარმა გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 15 საგოლე გადაცემა, რითაც მან სეზონის „პლეიმეიკერის“ ჯილდო მოიპოვა. ის ასევე სათავეში ჩაუდგა გოლში მონაწილე ფეხბურთელების სიას. მან მონაწილეობა მიიღო „ჩელსის“ მიერ გატანილი გოლების 49.2 პროცენტში. სწორედ ამიტომაა, რომ „ჩელსი“ ბელგიელს ვერ ელევა;
  • 13 საგოლე გადაცემით „ლივერპულის“ 20 წლის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა მცველებს შორის. ამ მაჩვენებლით მეორე შედეგი აჩვენა „ლივერპულის“ მეორე განაპირა მცველმა, შოტლანდიელმა ენდი რობერტსონმა (11 „ასისტი“);
  • სადიო მანემ და მო სალაჰმა არა მარტო საუკეთესო მეგოლის ტიტული გაიყვეს, არამედ მათ ანგარიში გახსნეს 9 მატჩში, რაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია;
  • დავიდ დე ხეას ცუდი ფორმა ციფრებშიც გამოიხატა. კარის გადარჩენის მაჩვენებლით ის მე-18 ადგილზე გავიდა პრემიერ ლიგის 20 მეკარეს შორის. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი „ვესტ ჰემის“ მეკარეს ლუკაშ ფაბიანსკის აქვს, რომელმაც ყველაზე მეტჯერ გადაარჩინა საკუთარი კარი, მიუხედავად იმისა, რომ 55 გოლი გაუშვა;
  • „ლივერპულის“ ბრაზილიელ კარის დარაჯს ალისონ ბეკერს თავის სადებიუტო სეზონში 21 სუფთად შენახული კარი დაუგროვდა, რაც მიმდინარე წლის საუკეთესო მაჩვენებელია მეკარეებს შორის. ყველა დროის საუკეთესო შედეგი კი „ჩელსის“ პეტრ ჩეხს ეკუთვნის – 24-ჯერ მშრალად შენახული კარი;
  • ამ სეზონში ბურთს ყველაზე მეტად შეეხო „უოტფორდის“ ნახევარმცველი ეტიენ კაპო;
  • მოულოდნელია მაგრამ ყველაზე მეტი, 3119 პასი გააკეთა „ჩელსის“ ჟორჟინიომ. მასთან ერთად 3000-ზე მეტი პასი გააკეთა მერსისაიდელმა ვან დაიკმა. ჟორჟინიოს მიერ გაკეთებული პასების 89 პროცენტზე მეტი ზუსტი იყო;
  • ყველაზე ბევრი, 12 პენალტი დაუდეს „მანჩესტერ იუნაიტედს“ მაგრამ მათ მხოლოდ 9 გაიტანეს. „პალასმა“ 11-დან 10 პენალტი შეაგდო;
  • „სოტონმა“ 29 ქულა დაკარგა მას შემდეგ, რაც თამაშში დაწინაურდა, ხოლო „ლესტერმა“ 3 ქულით ნაკლები. „ლივერპულის“ მიერ „ქამბეკით“ მოგროვებული 16 ქულა მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა;
  • „ლივერპული“ პრემიერ ლიგას სათავეში ედგა 141 დღის განმავლობაში, ხოლო „სიტი“ 125 დღე. „ჩელსი“ ლიგას მხოლოდ 9 დღით ლიდერობდა;
  • „არსენალის“ მიერ კარის მიმართულებით შესრულებული დარტყმების 15.63 პროცენტი გავიდა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა „ლივერპული“, ხოლო მესამეზე „სიტი“;
  • მიმდინარე სეზონში სულ დაფიქსირდა 71 ფრე, რაც ყველა დროის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თამაშების 34 პროცენტი დამთავრდა სტუმრების გამარჯვებით, რაცა ასევე პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდია.