როგორც იცით, ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი “ლივერპულსა” და “ჰადერსფილდს” შორის, სადაც მერსისაიდულმა გუნდმა საკუთარ “ენფილდ როუდზე” მეტოქე 5-0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში კიდევ ერთი რეკორდი დააფიქსრია კლუბის 26 წლის ეგვიპტელმა შემტევმა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც მატჩში საგოლე გადაცემა არ იმყოფინა და ამას ორი გოლიც დაამატა.

მას შემდეგ, რაც სალაჰი “რომადან” “ლივერპულში” გადავიდა ყველა ტურნირზე ერთად უკვე 100 მატჩს მოუყარა თავი, სადაც 69 გოლის გატანა შეძლო და “წითლების” ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. აქამდე, “მერსისაიდელთა” არცერთ ფეხბურთელს, რომელმაც კლუბში 100 მატჩი ჩაატარა ამდენი რაოდენობის გოლი არ გაუტანია.

აფრიკელმა ფორვარდმა უკან მოიტოვა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან როჯერ ჰანტი და სემ როიბოლდი: ორივე მათგანის ანგარიშზე 100 მატჩში 68 გოლი ფიქსირდება.

აქვე გეტყვით, რომ მომო 21 გატანილი ბურთით პრემიერ ლიგის ბომბარდირია. შარშანდელ სეზონში მან მეტოქეების კარი 32-ჯერ აიღო, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.