პრემიერ ლიგის 34-ე ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ჩელსი” მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს.

მეორე გოლი “არისტოკრატებს” მოჰამედ სალაჰმა გაუტანა, რომელსაც უკვე 19 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში სერხიო აგუეროსთან ერთად პირველ პოზიციას იყოფს.

მატჩის შემდეგ მომოს Sky Sports გაესაუბრა :

“ასეთ დროს არ ვფიქრობ, უბრალოდ ვგრძნობ… როგორც წესი, ტერფის შიდა ნაწილით ვურტყამ, მაგრამ ახლა საკმაოდ შორს ვიყავი, ამიტომ აქცენტი ძალაზე გავაკეთე. ოდნავ გამიმართლა კიდეც ბურთი რომ კარის ბადეში აღჩმონდა.

ისე კი ჩემი ფავორიტი “ევერტონის” კარში გატანილი გოლია – დერბიში პირველად გავიტანე. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვიყენე – ძალა, ტექნიკა და უნარები.” – განაცხადა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გოლმა გოლმა პუშკაშის ჯილდოც კი მოიპოვა.