ეგვიპტელმა თავის ორმოცდამეათე პრემიერ ლიგური გოლი გაიტანა “საუთჰემპტონთან”, რომლის წყალობით “ლივერპული” დააწინაურა. 50 გოლის მოსახვეჭად ფეხბურთელს 69 შეხვედრა დასჭირდა, რაც “მერსესაიდული” კლუბის რეკორდია. აქამდე “ლივერპულის” მაისურით ყველაზე სწრაფი 50 გოლი ფერნანდო ტორესს ჰქონდა გატანილი 72 შეხვედრაში.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა Sky Sports-ს განუცხადა:

“ვფიქრობ ეს განსაკუთრებული გოლი იყო. 9 მატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ ძალიან მინდოდა გუნდს დავხმარებოდი. აღნიშნული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.”