სტადიონი: საუთჰემპტონი, “სენტ მერი”

მსაჯი: პოლ ტირნი

დასაწყისი: პარასკევი, 5 აპრილი, 23:00

  • რალფ ჰასენჰუტლს “ლივერპულთან” მატჩში სავარაუდოდ იან ვესტერგარდი, შეინ ლონგი და მარიო ლემინა ვერ დაეხმარებიან. სამივე ფეხბურთელი უშუალოდ თამაშის წინ გაივლის ფიტნეს ტესტირებას.
  • გამორიცხულია “წმინდანების” ფეხბურთელის, მაიკლ ობაფემის თამაში, რომელსაც მუხლქვეშა მყესები აქვს გაწყვეტილი.
  • დანი ინგსი “სოტონში” იჯარითაა და “ლივერპულთან” ვერ გავა მოედანზე.
  • იშვიათი შემთხვევაა, როდესაც “მერსისაიდელებს” ტრავმირებული არავინ ჰყავთ და იურგენ კლოპს სათამაშოდ ნებისმიერი მოთამაშის არჩევა შეუძლია.

პრევიუ

“ლივერპულის” ფანობა, რომ განსაკუთრებული ცნებაა ეს არამარტო საფეხბურთო კანონებს ექვემდებარება. მერსისაიდელები, გარდა იმისა რომ განსაკუთრებული ქომაგები არიან, საკმაოდ ნიჭიერ ხალხადაც გვევლინებიან. რატომ? ჯერ ერთი, ალბათ ერთადერთი კლუბი, რომელსაც თავის ყველა წამყვან ლიდერზე ჩანტი აქვს შექმნილი “ლივერპულია” და მერე მეორე ისინი უშუალოდ, ორგანიზმით გრძნობენ კლუბს და მნიშვნელოვანი მოვლენების წინ ახალ სიმღერებს მღერიან. გამონაკლისი შემთხვევა არც მიმდინარე სეზონიშია, “წითლები” საკმაოდ ახლოს არიან ჩემპიონობასთან, რომელიც საბოლოო ჯამში რამოდენიმე კვირაში გაირკვევა. მანამდე, “სენტ მერიზე” ახალი ჩანტის პრემიერა შედგება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

The journey continues

On thru’ the storm

The Reds, now battle-weary

Carrying dreams for too long

Six more acts to get through

The plot, no-one knows

We’ll witness every minute

Just to see where it goes

თქვენ შეგიძლიათ მატჩამდე წაიღიღინოთ და გარკვეული რითმაც დაიჭიროთ, ჩვენ კი უშუალოდ თამაშზე გადავერთვებით და რამოდენიმე სიტყვასაც წაგაშველებთ. “ლივერპული” საკმაოდ კარგ სიტუაციაში აღმოჩნდა გრაფიკის მხრივ. ჯერ ერთი კლუბი შუა კვირაში ისვენებს და მერე მეორე, უშუალოდ ლიგის წინ უიქნედზე თამაში არ უწევს, რაც დამატებითი ერთდღიანი შეღავათია. დიახ, ინგლისში საკმაოდ იშვიათია, მაგრამ ნელ-ნელა დაინერგა და აგერ უკვე მეორედ უწევთ “მერსისაიდელებს” პარასკევობით თამაში.

“ლივერპული” ბრუნდება ისეთი სახის ფორმით, რომელიც შესაძლოა “წმინდანების” დასამარცხებლად საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ აუცილებლად სათქმელია, რომ ბოლო სამი მოგება ადვილი არაფრით ყოფილა და მოწინააღმდეგე გუნდებმა საკმაოდ ახლოს ჩაუარეს “წითლების” ვიცე-ჩემპიონობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ტურში მძიმე ტრავმას გადაურჩა ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დაიკი, რომელმაც კოჭი იტკინა და თამაშის შემდეგ ყინულებით გაიყუჩა მიმდებარე ადგილი, რამაც “სქაუზერებს” მშვიდად ამოასუნთქა. არ გავიფიქრებთ და მითუმეტეს არც დავწერთ, უკვე როგორ წარმოგვიდგენია მერსისიადული გუნდი ჰოლანდიელის გარეშე, თუმცა წარმოგვიდგენია კი?

ბოლო მოგება, “სპურსთან” უმნიშვნელოვანესი იყო და ამისთვის განსაკთრებულ მადლობას ვუხდით მოჰამედ სალაჰსა და ვირჯილ ვან დაიკს, რომლებმაც გუნდი საჩემპიონო მარათონში დატოვეს. დიახ, წინაზეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, თუ “წითლები” 29 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონები გახდებოდნენ, ეს სულაც არ იქნებოდა მარტივი. მთლიანად გუნდმა და განსაკუთრებით ზემოხსენებულმა ორმა ლიდერმა საჩემპიონო თამაშები შემოგვთავაზეს. დიახ, ტობი ალდერვაირელდის გოლი იყო ის გოლი, რომელიც საბოლოო ჯამში “საჩემპიონო გოლის” სტატუსით ჯილდოვდება.

რა თქმ უნდა, ყველაფერი მაინც “მანჩესტერ სიტის” ხელშია, მაგრამ ეს ზუსტად ამ ფრაზას ანალოგია: “ლივერპულმა” ყველა თამაში უნდა მოიგოს. პრემიერ ლიგაში ყველაფერი ხდება და არაფერი არაა ისეთი მარტივი, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია არის ის, რომ თავი დავანებოთ “მანჩესტერ სიტიზე” კითხვების დასმას, რადგან, სამწუხაროდ მათ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს პასუხები ყველაფერზე აქვთ.

რაც შეეხება “საუთჰემპტონს”, გუნდი “ლივერპულთან” თამაშს კარგ ფორმაში ხვდება. კლუბმა გადაიტანა მძიმე კრიზისი და მართალია, რომ გასავარდნ ზონას უკვე ხუთი ქულით მოშორდნენ, გარანტირებული არაფერი აქვთ და მარტივად არც არაფერს დათმობენ. ბოლო 4 შეხვედრაში რალფის გუნდმა 3 მოიგო და საკმაოდ კარგ ხასიათზე არიან. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხიდან ბოლო “ტოტენჰემს” მოუგეს და ის ერთადერთი მარცხიც საკმაოდ გულდასაწყვეტი იწვნიეს, “ოლდ ტრაფორდზე”, სადაც მძიმე ბრძოლაში შეხვედრა 3-2 დათმეს.

ასე და ამგვარად, “წითლებს” საკმაოდ ფრთხილი თამაში მოუწევთ და კონცენტრირებულნი უშუალოდ პარასკევ დღეზე უნდა იყვნენ, რადგან “საუთჰემპტონი” არის კარგად, ლაღად და ლამაზად მოთამაშე გუნდი, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

P.S მატჩის ფაქტებს ჩვენი ვებ-გვერდი რამოდენიმე ხანში შემოგთავაზებთ.