Standard Chartered-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი “ლივერპულში” მოჰამედ სალაჰი გახდა, რომელმაც გასულ პერიოდში 6 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, აქედან ერთ-ერთიki  “ჩელსისთან”, რომელმაც თვის გოლის ჯილდოც დაიმსახურა.

მომომ კონკურენცია მოუგო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც სადიო მანე და ჯორდან ჰენდერსონი არიან. აღსანიშნავია, რომ სალაჰმა თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიმდინარე სეზონში მხოლოდ მესამედ მოიგო.

  • ჩვენთვის დიდებული თვე იყო. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი მატჩები ჩავატარეთ და ყველა მოვიგეთ. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა სეზონის უკანასკნელ თამაშს ჩავატარებთ და მოგვიწევს ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, რომელიც რაღაც განსაკუთრებულია. ესაა ყველაზე განსაკთრებული მოვლენა. ჩელსისთან ლამაზი გოლი გავიტანე, რომელიც კლუბისთვისაც მნიშვნელოვანი იყო და ჩემთვისაც.” – განაცხადა ეგვიპტელმა.

ახლა კი გთავაზობთ ფეხბურთელებს, რომლებსაც ეს ჯილდო ადრე გადაეცათ:

  1. აგვისტო – ვირჯილ ვან დაიკი
  2. სექტემბერი – დანიელ სტარიჯი
  3. ოქტომბერი – მოჰამედ სალაჰი
  4. ნოემბერი – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
  5. დეკემბერი – მოჰამედ სალაჰი
  6. იანვარი – სადიო მანე
  7. თებერვალი – ვირჯილ ვან დაიკი
  8. მარტი – სადიო მანე
  9. აპრილი – მოჰამედ სალაჰი.