რაც შემიძლია ვთქვა, ამ კლუბში მქონდა ჯოჯოხეთურად მაგარი მოგზაურობა. ჩვენ ერთად 7 სეზონი ვიყავით და გვქონდა პატარა პაუზები ამ პერიოდში. ჩვენ გამოვიარეთ ბევრი კარგი და ცუდი ერთად, მაგრამ ამ ყველაფერმა ერთიანობაში მოიტანა ის, რომ ერთ დღეს ერთმანეთს უნდა დავშორებულიყავით. ახლა ეს დროა.

მინდა ვუთხრა ფანებს, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენ ყოველთვის შინაურულად მაგრძნობინებდით თავს. სტარიჯის ცეკვა გახდა ცნობილი სწორედ ენფილდზე და არასდროს დამავიწყდება, როდესაც კოპის წინ პირველად შევასრულე.

ჩემს თანაგუნდელებს, ძველებს და ახლებს მინდა ყველა მოგონებისთვის მადლობა ვუთხრა. თქვენ ყველამ მიიღეთ მონაწილეობა იმ კაცის ჩამოყალიბებაში, ვინც ახლა ვარ. არ დაგემშვიდობებით, რადგან სადაც არ უნდა ვიყო, დარწმუნებული ვარ კიდევ შევხვდებით.

სამწვრთნელო შტაბს მინდა ყველას მადლობა მოვუხადო იმისთვის, რომ ჩემს განვითარებაში ყველა ასპექტში მუშაობდნენ, რომ საუკეთესო ვყოფილიყავი. განსაკუთრებული მადლობა იურგენს და ბრენდანს, რომლებიც ყველა ნაბიჯის გადადგმაში მეხმარებოდნენ, რომ ჩემი საუკეთესოს გამოვლენა შემძლებოდა.

მადლობა ფიტნესის და სამედიცინო შტაბს, რომლებიც ძალიან ცუდ მომენტებში გვერდით მედგნენ, მაგრამ კარგ მომენტებშიც ასევე. თქვენი დამოკიდებულება და ძალისხმევა ჩემში და სხვა ბიჭების კარგად ყოფნაში დასაფასებელია. მოხარული ვარ, რომ მადლობის გადახდა შემიძლია ყველა სოციალური მედიის გარეთ მყოფთათვის. განსაკუთრებული მადლობა კრის როჰრბეკს მისი ყველა სამუშაოსთვის ყველა სეზონში. პოლ სმოლ, შენ იყავი ყველგან ჩემი მოსვლიდან და ასევე ინგლისის ნაკრებში. შენს მიმართ არაფერი შემიძლია გამოვხატო, გარდა დიდი პატივისცემისა. ბოლოს კი ენდი მესი, შენ იყავი მაღლაც და დაბლაც, დიდი მადლობა.

მადლობა სამზარეულოს და ყველას მელვუდში, მადლობა იმ საათებისთვის, რომელსაც თქვენ ყოველ დღე გვითმობდით, რომ ჩვენს კარგად ყოფნაში დარწმუნებული ყოფილიყავით. განსაკუთრებული მადლობა, ჩემს მეორე დედებს კაროლინს და კეროლს. თქვენ ორივე ხართ აბსოლუტური ლეგენდები. ლი და გრაჰამ, მადლობა ტოპ ადამიანებს, რომლებიც საუკეთესო ფეხსაცმელების შერჩევით ცხოვრებას მიმარტივებდნენ.

მადლობა FSG-ს. თქვენ ბიჭებო ყველაფერი გააკეთეთ და ძალისხმევა არ დაიშურეთ, რომ კლუბი უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნებულიყო, სასიამოვნო იყო ასეთ ხალხთან მუშაობა. განსაკუთრებულად ვახსენებ, მაიკ გორდონს, რომელიც მეტი იყო, ვიდრე მფლობელი, ის იყო მენტორი და აძლევდა საუკეთესო რჩევებს კლუბს ფეხბურთზე და მის გარეთ. ტომ ვერნერ, შენ ხარ ნამდვილი ბოსი და მე ისევ ველოდები ჩემს კამეოს ფილმში. ჯონ ჰენრი, მადლობა, რომ წარმოუდგენელი იყავი ლივერპულში ჩემი მოსვლის საკითხში. ბოლოს კი მადლობა მაიკ ედვარდს, რომელიც გუნდში დამკვიდრებაში დამეხმარა.

ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოვიგეთ, რადგან ყველა ფანი იმსახურებდა ამას იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე აქ ყოფნისას არ მაკლებდნენ.

მინდა გუნდს სამომავლოდ ყველაფერი საუკეთესო და მეტი წარმატებები ვუსურვო. მადლობა ამ მოგონებებისთვის.

დიდი სიყვარულით,
დანიელი.