დანიელ სტარიჯი შესაძლოა ლივერპულის მაისურში ბოლო მატჩს ატარებდეს და ის ამ მატჩისთვის ბოლომდე მზად არის. ის აცხადებს, რომ ყველა ფეხბურთელმა გუნდში თავისი როლის მნიშვნელობა უნდა იცოდეს.

“გასული უამრავი წლის, მათ შორის უამრავი ფინალის გამოცდილება გვიჩვენებს თუ რა როლს თამაშობს მოედანზე ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელი. ნებისმიერი ტურნირი და მათ შორის ფინალური მატჩებიც ვერ დასრულდება ტრიუმფით მხოლოდ მოედნის ფეხბურთელებით.”

“სათადარიგო სკამის ფეხბურთელებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს გუნდში ყველას უნდა ჰქონდეს გათავისებული. ყველა უნდა იყოს მზადყოფნაში ფინალური მატჩისთვის, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება გუნდს მათი დახმარება გადაუდებლად დასჭირდეს და დრო არ იცდიდეს.”

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ნამდვილად დიდი გრძნობაა. მე ეს უკვე მესამედ მოვახერხე. პირველად ყველაფერი კარგად დასრულდა და ნამდვილად ლამაზი მომენტი იყო. ახლაც ყველაფრის კარგად დასრულებას ველოდები. თამაშის ხარისხის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ მთავარი მაინც ტიტულია.” – აცხადებს დანიელ სტარიჯი.

შეგახსენებთ, რომ სტარიჯი ერთადერთი ადამიანია ლივერპულში, ვისაც ჩემპიონთა თასის დაჭერის ბედნიერება ხვდა წილად.