სექტემბერში “სტემფორდ ბრიჯზე” სტარიჯის მიერ გატანილი გოლი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო გოლზეა ნომინირებული.

“ლივერპულის” შემტევი ხსენებულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მატჩის მიწურულს შორეული გასროლით შეძლო კეპას კარის აღება, რითაც “წითლებს” ქულა გადაურჩინა.

სტარიჯის გოლი სექტემბერში თვის საუკეთესოდ აღიარეს, ახლა კი შესაძლოა სეზონის საუკეთესო გოლადაც დასახელდეს.

ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.