მიუხედავად იმისა, რომ დივოკ ორიჯი ლივერპულს ნამდვილ ჯოკერად მოევლინა, მისით ლივერპულში ყველა კმაყოფილი ჯერაც არ არის.

ამ სეზონში გატანილმა უმნიშვნელოვანესმა გოლებმა იურგენ კლოპს გადააწყვეტინა გაშვების პირას მუოფ ბელგიელს ახალი კონტრაქტში შესთავაზოს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური კლუბი უკვე აქტიურად იჩენს, ესპანური მედიის ინფორმაციით კი მსურველებს კატალონიის ბარსელონას დაემატა.

ლივერპულის ლეგენდარული მცველი, სტივ ნიკოლი კი თვლის, რომ დივოკ ორიჯიმ მტკიცე არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან ლივერპულში მისი საფეხბურთო კარიერა ბუნდოვანია.

“ის აუცილებლად უნდა წავიდეს. ლივერპულის გადმოსახედიდან, მისი დარჩენა ახლა კარგია, რადგან მათ შეტევაში შემცვლელი არ ჰყავთ და სანამ შემცვლელს იპოვიან, ის გუნდში სჭირდებათ, მაგრამ აშკარაა, რომ ლივერპულის შეტევა ბევრად უფრო მსუბუქია, როდესაც მოედანზე ის შემტევები არიან, რომელთაც საჭირო თამაშის ხარისხი აქვთ.”

“ვფიქრობ, რომ ის წავა, ამიტომ ლივერპულმა გარშემო უნდა მიმოიხედოს და შემცვლელის პოვნა დაიწყოს.” – აცხადებს ნიკოლი.

შეგახსენებთ, რომ დივოკ ორიჯს ლივერპული გასულ ზაფხულს 30მლნ. ფუნტად აფასებდა, რის გამოც მსურველებმა მის ყიდვაზე თავი შეიკავეს, წელს კი სიტუაცია შეიცვალა, თუმცა ორიჯის კონტრაქტის ვადაც უფრო შემცირდა.