კვირას “კარდიფთან” გამარჯვების შემდეგ სპორტულმა ვებ გვერდმა Caught Offside–მ “ლივერპულის” გულშემატკივრები დაადანაშაულა. გამოცემის განცხადებით “სქაუზერები” ემილიანო სალას შეურაწმყოფელ ჩანტებს მღეროდნენ. აღნიშნულმა ფაქტმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა ორივე კლუბის გულშემატკივრებში, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ “კარდიფ სთეიდიუმზე” მსგავსს არაფერს ჰქონია ადგილია. საქმეში ასევე ჩაერთო “ლივერპულის” გენერალური დირექტორი პიტერ მური, რის შემდეგაც Caught Offside–მა განცხადება წაშალა და “ლივერპულის” გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

“სტატია წავშალეთ და ბოდიშს ვუხდით “ლივერპულის” გულშემატკივრებს მიყენებული ზიანისთვის. “