ტრენტი PFA–ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზეა ნომინირებული. “ლივერპულის” მარჯვენა მცველი, პრესტიჟულ ჯილდოს ნომინიციაში შაბათ დილას წარადგინეს. მიმდინარე ბატალიებში “წითლების”66 ნომერმა 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილება, 1 გოლი გატანა და 9 შედეგიანი გადაცემა განახორციელა. ტრენტს კონკურენციას ბრუკსი (ბორნმუთი), რეშფორდი (მანჩესტერი), რაისი (ვესტ ჰემი), სტერლინგი და ბერნარდო სილვა (სიტი) გაუწევენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ნომინაციაზე “წითლების” რიგებიდან ბოლოს სტივ ჯერარდი იყო წარდგენილი 2001 წელს.

ვირჯილ ვან დეიკი და სადიო მანე წარდგენილნი არიან PFA–ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე.  “მერსესაიდულ” დუეტს კონკურენციას “სიტის” ტრიო (აგუერო, ბერნარდო, სტერლინგი) და ედენ აზარი გაუწევენ. გასულ წელს აღნიშნული ჯილდო მოჰამედ სალაჰმა მიიღო. გარდა ეგვპტელისა “წითლების” რიგებიდან ხსენებული პრიზი შემდეგმა ფეხბურთელებმა დაიმსახურეს: სუარესი (2013–14), ჯერარდი (2005–06), ბარნსი (1987–88), იან რაში ( 1983–83), დალგლიში (1982–83) და მაკდერმოტი (1979–80).

PFA–ს ყოველწლიური დაჯილდოება 29 აპრილს ლონდონში გაიმართება. გამარჯვებულს პრემიერ ლიგის, ლიგის და საფეხბურთო ლიგის 92 გუნდის წარმომადგენელი გამოავლენს.