ინგლისის “ლივერპულის” 19 წლის მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის მთავარი სამი ქულაა. როგორც იცით, “ტოტენჰემთან” მსვლელობის დროს თავი ჯერ ბობი ფირმინომ, შემდეგ კი ლუკას მოურამ გამოიჩინეს, რასაც ბოლო წუთზე მოჰამედ სალაჰის აქტიურობას ტობი ალდერვაირელდის საკუთარ კარში გატანილი ბურთი მოჰყვა:

-“რელიეფი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მეორე ტაიმში, გოლის შემდეგ მათ ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ ვირჯილ ვან დაიკმა აჩვენა, რომ შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველია. მისი გადაწყვეტილებები უბრალოდ საოცარია. მან აირჩია გზა, რომელიც მეტოქეს დიდ ზეწოლას უქმნიდა და ეს მარტივი ნამდვილად არ არის. 

ჩვენ გოლის გასატანად წავედით და მართალია ფორტუნამაც შეგვიწყო ხელი, მაგრამ მთავარი ტაბლოა და მოპოვებული სამი ქულა. გოლი გოლია და გამარჯვება არის ის, რაც ჩვენ თვითოეული მატჩის წინ გვწადია. გვინდოდა გაგვეტანა და ეს ნამდვილად დავიმსახურეთ.

ცხრილის ზედა ნაწილში და განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენ ვართ თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ და გავლენას ვახდენთ ბევრ ფაქტორზე, მნიშვნელობა არ აქვს რა და როგორ, მთავარია დომინანტები ვართ.

ტოტენჰემი კარგი გუნდია და შესაძლოა ფიქრობდნენ რომ მეტი დაიმსახურეს, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ გამარჯვება ჩვენ უფრო გვინდოდა და დაგვიფასდა კიდეც – ზუსტად ეს არის ტოპ გუნდის მიდგომა. ნამდვილად არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მოვიპოვებთ გამარჯვებას – მთავარია ცხრილი, სადაც ქულები ითვლება.

მიმდინარე სეზონში არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბრძოლისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ და ეს “ევერტონთან”, “ჩელსისთან” და ბოლო ორ ტურშიც დამტკიცდა, როცა გოლები თამაშის მიწურულს გავიტანეთ. მიმდინარე გათამაშებაში ბევრი სხვადასხვანაირი მოგებები გვაქს, მაგრამ ახლა მხოლოდ იმ დარჩენილ 6 ტურზე ვფიქრობთ, რომლებიც მოსაგები გვაქვს.” – ციტირებს არნოლდის სიტყვებს ოფიციალური ვებ-გვერდი.