ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, “ლივერპულის” ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს კლუბის ლეგენდა ჯეიმი კარაგერი შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ.

“მე ბედნიერი ვარ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების გამო, რომლებმაც ჩემსა და კლუბს შორის დიდი ბალანსი დაინახეს, ამან ხელი შემიწყო იმაში, რომ საკუთარ თავთან კომფორტულად მეგრძნო თავი. მათ ჩემი სჯეროდათ და სწამდათ, მკვებავდნენ მშიერ ადამიანს და ამან საბოლოო ჯამში უკეთესად ყოფნის ამბიცია გამიჩინა. მინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი ვიყო, მინდა, რომ ვიყო სამყაროში საუკეთესო მარჯვენა მცველი, გუნდში პირველი სახელი და ლივერპულის კაპიტანი, ინგლისის ნაკრების კაპიტანი.

ეს ჩემთვის მთავარია. ეს არ არის ეგოიზმი, ეს არის ის, რაც კლუბისთვის გავაკეთე და კლუბმა გააკეთა ჩემთვის. უფრო სწორად ჩვენ და არა – მე. ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწიეთ, როგორც გუნდმა, გვაღიარეს საუკეთესოდ და ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს ევროპაში ელიტაა და მიხარია, რომ საუკეთესო კონკურენტუნარიანნი გავხდით. ზედიზედ ორჯერ ფინალში გასვლა უკვე გუნდის ხასიათსა და ხარისხზე მიუთითებს.

სტამბულში მოგება ისევ გუშინდელივით იგრძნობა და გვინდა, რომ მომავალი თაობისთვის, რომლებიც მოდიან დაახლოებით იგივენაირი ისტორია დავწეროთ. მახსოვს იუვენტუსთან თამაში, ეს 2005 წელს ჩემი პირველი მატჩი იყო. მახსოვს როგორ გაუტანა ლუის გარსიამ ულამაზესი გოლი ბუფონს. ეს ნახევარფინალი ჩემს პირველ ლივერპულის მატჩად მახსოვს, მაშინ მთავარ სტენდზე ვიყავი, ჩემთან ერთად ჩემი ძმა და დედა იყვნენ. მას შემდეგ, მთელი დროის განმავლობაში ლივერპულით ვცხოვრობ, მაშინ ალბათ შვიდის ვიყავი. ის ღამე ჩემთვის დაუვიწყარი იყო, მინდა, რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს.” – ციტირებს არნოლდის სიტყვებს Sky Sports-ი.