ინგლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ფანების ვერსიით სადიო მანე გახდა – ამის შესახებ “ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

როგორც იცით, ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლო. 26 წლის ფორვარდმა კონკურენცია მოუგო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: ლუკას დინი, ვილფრედ ნდიდი, რაჰიმ სტერლინგი, ჯეიმი ვარდი და აარონ ვან-ბისაკა.

აფრიკელმა მოთამაშემ აღნიშნული ჯილდო აგვისტოს თვეშიც დაიმსახურა. მარტში მანემ ოთხი შეხვედრა ჩაატარა, სადაც სამი გოლით გამოირჩა.