Liverpool Echo–ს ცნობით “ლივერპულის” ლეგენდარული შემტევი რობი ფაულერი ავსტრალიურ “ბრისბერნ როარს” ჩაუდგება სათავეში.

როგორც ცნობილია ფაულერი უკვე ავსტრალიაშია და უახლოეს მომავალში ოფიციალურად დაიკავებს დაანონსებულ პოსტს.

ამჟამად “ბრისბერნი” 10 გუნდიან ჩემპიონატში 9 პოზიციაზე. 4 თვის უკან მწვრთნელის პოსტიდან ჯონ ალოიზი გადადგა და დღემდე მის მოვალეობას დამხმარე მწვრთნელი დარენ დევისი ასრულებს. სწორედ დევისი უხელმძღვანელებს “ბრისბერნს” დასკვნით შეხვედრაში, რის შემდეგაც საქმეს ფაულერი შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ 2011/12 წლებში ფაულერი ტაილანდურ “მუანგტონგს” წვრთნიდა, სადაც მანამდე ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ბოლო წლების განმავლობაში რობი “ლივერპულის” ელჩად მუშაობდა.