ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებას სლოვენიელი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის.

ხსენებულმა არბიტრმა მიმდინარე სეზონში “ლივერპული”–”ნაპოლის” შეხვედრა განსაჯა, რომელშიც “წითლებმა” მინიმალური სხვაობით იმარჯვეს და პლეოფის საგზური მოიპოვეს.

წარსულში სკომინამ “ლივერპულის” მონაწილეობით 4 შეხვედრა განსაჯა “ფიორენტინას”, “ბეშიქთაშის”, “ვილიარეალის” და “რომას” წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ “მერსესაიდელები” ოთხივე დაპირისპირებაში დამარცხდნენ.