ბობი ფირმინო ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინეს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში. გუშინდელ შეხვედრაში ბობი საქმეში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და მალევე “დრაგაოზე” მესამედ გაუტანა მასპინძელ გუნდს.

ფირმინოსთან ერთად ნომინირებულნი არიან დე ლიხტი (აიაქსი), მესი (ბარსელონა) და სონი (ტოტენჰემი).

ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.