მიმდინარე სეზონში “ლივერპული” ახლოსაა პრემიერ ლიგის მოგებასთან. როგორც იცით, 33 ტურის შემდეგ “წითლები” ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან და მეორე ადგილზე მყოფ “სიტის” 2 ქულით უსწრებენ, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ “ქალაქელებს” 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ამავდროულად, კლოპის შეგირდები ჩემპ. ლიგაზეც განაგრძნობენ წარმატებულ ასპარეზობას – “წითლებმა” პრაქტიკულად გაინაღდეს 1/2 ფინალის საგზური.

Sky Sports-თან ინტერვიუში, მერსისაიდელთა ბრაზილიელმა შემტევმა, რობერტო ფირმინომ სწორედ გუნდის ამბიციებსა და ტიტულებზე ისაუბრა :

“როცა “ლივერპულის” ფორმა გაცვია, შენი მიზანი ყოველთვის ტიტულის მოგებაა. ახლა გვაქვს შანსი ერთბაშად ორი თასი მოვიპოვოთ. ჩვენ ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, ვნახოთ საბოლოდ რა გამოვა.

ყველაფერი ყოველდღიური შრომის, ერთად მუშაობის შედეგია. ჩვენ ყოველდღიურად ვიზრდებით, ერთმანეთს უკვე იდეალურად ვიცნობთ. იმედი მაქვს, ყველაფერი ასე გაგრძელდება.”