გულშემატკივრების ხმების შედეგად, რობერტო ფირმინო ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური საკალენდრო თამაშების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

პორტუგალიური “პორტოს” წინააღმდეგ ბრაზილიელი შემტევი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ბობის აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებაში, ერთბაშად სამი მოთამაშე ეცილებოდა: ჰიონ მინ სონი (“ტოტენჰემი”), ხერარდ პიკე (“ბარსელონა”) და ფრენკი დე იონგი (“აიაქსი”).

შემდეგ კვირას, წითლები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან დრაკონებს, ამჯერა უკვე “დრაგაოზე”.

აქვე შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი სეზონიდან მოყოლებული, ფირმინო ევროპაშიც საუკეთესოა (კრიშტიანო რონალდოს მერე) გოლი+პასის სისტემის მიხედვით, მისი მონაგარი 23-ს უტოლდება.